მშობლის თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე

1. მიზანი და მოქმედების ფარგლები

1.1. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია თქვენი, როგორც მშობლის, ინფორმირება თქვენი და თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, თანახმად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის („კანონი“). თუკი წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით თანხმობას განაცხადებთ, ეს ორგანიზაციას (შემდგომში — „მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაცია“) უფლებას აძლევს დაამუშაოს თქვენი და თქვენი შვილის მონაცემები.
1.2. მოთხოვნილი პერსონალური მონაცემების მიწოდება არის სავალდებულო პირობა იმისა, რომ მომსახურების მომწოდებელმა ორგანიზაციამ შეძლოს მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება და შესრულება. უარის შემთხვევაში ორგანიზაციას არ შეეძლება მომსახურების გაწევა.
1.3. თქვენი და თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები დამუშავდება კანონის შესაბამისად, შემდეგი მიზნებისთვის:

  • მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისა და შესრულების უზრუნველსაყოფად;
  • მოსწავლის რეგისტრაციისა და სწავლების პროცესის ორგანიზებისთვის;
  • მშობელთან კომუნიკაციისა და შეტყობინებების მიწოდებისთვის;
  • ფინანსური აღრიცხვისა და გადახდების მართვისთვის.

მონაცემები ინახება მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მის შეწყვეტიდან/ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

 

2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი

პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელია მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაცია. 

 

3. პერსონალურ მონაცემთა შეგროვების მეთოდები და საფუძვლები

მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაცია პერსონალურ მონაცემებს აგროვებს მშობლისგან ელექტრონული სახით, მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებისათვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-4 მუხლში გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი საფუძვლებით:

  • კანონის პირდაპირი მოთხოვნის შესაბამისად;
  • მშობელთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან გასაფორმებლად;
  • ორგანიზაციისთვის დაკისრებული კანონმდებლობითი ვალდებულებების შესასრულებლად;
  • მშობლის განცხადების/მოთხოვნის განხილვის მიზნით;
  • მშობლის თანხმობით.

 

4. ვის და რატომ შეიძლება გადაეცეს თქვენი მონაცემები

თქვენი და თქვენი შვილის მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. მონაცემებზე წვდომა აქვს მხოლოდ მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციას და მის უფლებამოსილ თანამშრომლებს. მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაცია იყენებს ციფრული ასისტენტის მომსახურებას, რაც გულისხმობს პერსონალური მონაცემების ასახვას Classatlas სისტემაში. 

 

5. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

თქვენ, როგორც მშობელს, გაქვთ:

  • მოითხოვოთ დადასტურება, მუშავდება თუ არა თქვენი ან თქვენი შვილის მონაცემები, და მიიღოთ ინფორმაცია დამუშავების შესახებ;
  • გაეცნოთ დამუშავებულ მონაცემებს და მიიღოთ მათი ასლები;
  • მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
  • ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე (თუ დამუშავება ეფუძნება თანხმობას);
  • მოითხოვოთ მონაცემთა წაშლა ან დაბლოკვა კანონით დადგენილი საფუძვლებით;
  • მოითხოვოთ მონაცემთა გადაცემა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისადმი, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია;
  • არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზირებულად მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ შორის პროფაილინგს, რომელიც იწვევს სამართლებრივ ან არსებით შედეგს;
  • მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი თანხმობა წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების დამატებით საფუძველს. არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაცია კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი და თქვენი შვილის მონაცემები.