ClassAtlas-ის ერთიანი ანგარიშის პირობები
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე პირობები განსაზღვრავს ClassAtlas-ის ერთიანი ანგარიშის (შემდგომში — „ერთიანი ანგარიში“) ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესს. ერთიანი ანგარიშის მონაცემთა დამმუშავებელს წარმოადგენს შპს „ელჟურნალი“ (ClassAtlas; საიდენტიფიკაციო კოდი: 405746153, მისამართი: ქ. თბილისი, მცხეთის ქ. №28, ელფოსტა: info@classatlas.ge).
1.2. ერთიანი ანგარიშით მშობელი სარგებლობს ClassAtlas-ის პარტნიორ ყველა ორგანიზაციაში (შემდგომში — „ორგანიზაცია“).
1.3. მშობლისა და მოსწავლის სხვა (ინდივიდუალური) მონაცემების დამმუშავებელია უშუალოდ შესაბამისი ორგანიზაცია, რომელზეც ვრცელდება „მშობლის თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე“.
2. მონაცემები და მათი წყარო
2.1. ერთიანი ანგარიში მოიცავს მშობლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს, აგრეთვე ინფორმაციას იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებთანაც მშობელი დაკავშირებულია.
2.2. აღნიშნულ მონაცემებს ClassAtlas იღებს უშუალოდ მშობლისგან ან იმ ორგანიზაციისგან, რომელმაც ისინი პლატფორმაზე შეიყვანა.
3. დამუშავების მიზანი
3.1. ერთიანი ანგარიშის შექმნისა და დამუშავების მიზანია სხვადასხვა ორგანიზაციაში მშობლის მარტივი რეგისტრაცია, მონაცემთა სინქრონული მართვა და ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
4. ორგანიზაციებთან კავშირი და მონაცემთა იზოლაცია
4.1. ერთიანი ანგარიშის მონაცემები ვრცელდება მშობელთან დაკავშირებულ ყველა ორგანიზაციაზე და მათში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება სინქრონულად აისახება თითოეულ მათგანში.
4.2. ორგანიზაციებს არ გააჩნიათ წვდომა ერთმანეთის მონაცემებზე და მათთვის მიუწვდომელია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ სხვა ორგანიზაციებთან არის მშობელი დაკავშირებული.
4.3. ერთიანი ანგარიშის მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა და ClassAtlas-ის უფლებამოსილი პირებისა (მაგალითად, სერვერისა და SMS მომსახურების მიმწოდებლებისა).
5. შენახვის ვადა
5.1. ერთიანი ანგარიშის მონაცემები ინახება იმდენ ხანს, სანამ მშობელი ClassAtlas-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულ სულ მცირე ერთ ორგანიზაციასთან მაინც არის დაკავშირებული.
6. მშობლის უფლებები
6.1. მშობელს უფლება აქვს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოითხოვოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ, მიიღოს მათი ასლი, მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.
6.2. ერთიან ანგარიშთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა იგზავნება ელფოსტაზე: info@classatlas.ge.
7. პირობების ცვლილება
7.1. ClassAtlas იტოვებს უფლებას, დროდადრო განაახლოს წინამდებარე პირობები. ცვლილებები გამოქვეყნდება პლატფორმაზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.