09 სექტემბერი, 2025
ყველაფერი ერთ სივრცეში – Class Atlas ერთიან პლატფორმაზე თქვენი მთელი საქმიანობა
არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ყოველდღიურობა დაყოფილია ათობით პატარა და დიდ ამოცანად: მოსწავლეთა რეგისტრაცია, გადასახადების დარიცხვა და ჩარიცხვების კონტროლი, მშობლებთან კომუნიკაცია, ფინანსური ანგარიშგება და სხვა. გქონია შემთხვევა, როდესაც სასწრაფოდ გჭირდება მშობელთან დარეკვა და ნომერს ვერ პოულობ, ის კი მესინჯერში არ გპასუხობს. ან იქნებ სათითაოდ მშობელთან მიწერითა და დარეკვით დაიღალე? იქნებ ყოველთვიურად ამონაწერის კითხვამ დაგღალა?

Class Atlas ზუსტად ამ პრობლემებს აგვარებს — აერთიანებს ყველა საჭირო ინსტრუმენტს ერთ სივრცეში და გაძლევთ სრულ კონტროლს თქვენს საქმიანობაზე, ნებისმიერი წერტილიდან, უბრალო სმარტფონით.
პლატფორმაში შესვლისას პირველი, რასაც ხედავთ, არის მიმოხილვის გვერდი. ეს არის ერთგვარი „დეშბორდი“, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენი ორგანიზაციის ფინანსური და ოპერაციული მდგომარეობა:
-
ჯამური თანხა და მისი ცვლილება წინა პერიოდთან შედარებით
-
ჯამური ჩარიცხვები და მათი ზრდა ან კლება
-
ვადაგადაცილებული თანხების მოცულობა
-
ჩარიცხვის პროცენტული მაჩვენებელი
გარდა ამისა, ქვემოთ იხილავთ ვიზუალურ გრაფიკს „დარიცხვა & ჩარიცხვა“, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, შეაფასოთ შემოსავლების დინამიკა დროში. მარჯვნივ განთავსებულია ბოლო ტრანზაქციების სია, სადაც თითოეულ ოპერაციაზე ჩანს თანხა, გადახდის წყარო და სტატუსი.
ფინანსები
ფინანსების განყოფილება Class Atlas-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. აქ თავმოყრილია ყველა ფუნქცია, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის ფინანსური მდგრდობისთვის:
-
გადახდები – დეტალური სია ყველა გადახდის შესახებ, ფილტრაციისა და ძიების შესაძლებლობით
-
ინვოისები – ავტომატური გენერაცია თითოეულ მოსწავლეზე, მათ შორის ხელით შესწორების ან დამატების ფუნქცია
-
ტრანზაქციები – ერთიანი სია ყველა შემოსული და გასული ოპერაციის
-
შეღავათები – სპეციალური ფასდაკლებები ან შეღავათები კონკრეტულ მოსწავლეებზე ან ჯგუფებზე
-
საბანკო ანგარიშები – ანგარიშის მონაცემები და ლოკალური გადახდების მხარდაჭერა
ეს მოდული გამორიცხავს იმ სიტუაციას, როცა ფინანსური ინფორმაცია მიმოფანტულია სხვადასხვა ფაილსა და სისტემაში — ყველაფერი ერთ ეკრანზეა.
მოსწავლეების მართვა
მოსწავლეთა მართვის მოდული გაძლევთ სრულ წვდომას ყველა ინფორმაციაზე, რაც ადმინისტრაციას სჭირდება:
-
მოსწავლის პროფილი, საკონტაქტო მონაცემებით და სასწავლო ისტორიის ჩანაწერით
-
მშობლების სია და მათი საკონტაქტო ინფორმაცია
-
ცნობების განყოფილება, მოსწავლის ავადმყოფობისა ან სხვა მიზეზით გაცდენის შესახებ
-
ჯგუფები – თითოეული ჯგუფის გვერდზე თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი:
-
ჯგუფის დასახელება
-
გადახდის თანხა და ვადა
-
მოსწავლეთა რაოდენობა
-
მოსალოდნელი ჯამური შემოსავალი
-
გაკვეთილების განრიგი კვირის დღეებისა და საათების მიხედვით
-
საბანკო ანგარიში, რომელზეც უნდა მოხდეს გადახდა
ეს განყოფილება გაძლევთ შესაძლებლობას, სწრაფად შეაფასოთ თითოეული ჯგუფის ფინანსური და ოპერაციული სურათი ერთ ადგილას.
-
ლოკაციები, სადაც ტარდება გაკვეთილები
ამის წყალობით, აღარ არის საჭირო მონაცემების ხელით ძიება სხვადასხვა ფაილში ან მენეჯერის პირად ჩანაწერებში — ყველა ინფორმაცია აქ არის, მუდმივად განახლებული და ზუსტი.
შეტყობინებები
Class Atlas-ის შეტყობინებების სისტემა აშორებს ყველაზე დიდ თავსატეხს — მშობლებთან ინფორმაციის დროულ მიწოდებას. პლატფორმა ავტომატურად აგზავნის:
-
შეტყობინებას გადახდის ვადამდე 5 დღით ადრე
-
შეხსენებას გადახდის დღეს
-
შეტყობინებას ვადაგადაცილების შემთხვევაში
გარდა ფინანსური შეხსენებებისა, შესაძლებელია გაკვეთილების ცვლილებების ან გაუქმების შეტყობინებების გაგზავნა, ღონისძიებების მოწვევა და სხვა ოპერატიული კომუნიკაცია. ეს ყველაფერი ხდება ავტომატურად, ისე რომ ადმინისტრაცია არ იხარჯება ხელით ზარებსა და მესიჯებზე.
მომხმარებლები და როლები
Class Atlas-ში თითოეულ მომხმარებელს შეგიძლიათ მიანიჭოთ კონკრეტული როლი და განუსაზღვროთ წვდომის დონე. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ორგანიზაციაში მუშაობს რამდენიმე ადმინი, მასწავლებელი ან სხვა თანამშრომელი.
როგორ მუშაობს:
-
შეგიძლიათ შექმნათ ახალი როლები და დაასახელოთ ისინი თქვენი ორგანიზაციის საჭიროების მიხედვით (მაგ. „ადმინისტრატორი“, „მასწავლებელი“, „ფინანსური მენეჯერი“).
-
თითოეული როლისთვის შეგიძლიათ დეტალურად განსაზღვროთ, რომელი განყოფილებების ნახვის, რედაქტირების, დამატების ან წაშლის უფლება ექნება — იქნება ეს მოსწავლეთა სია, გადახდები, ჯგუფები, განრიგები, ლოკაციები თუ შეტყობინებების არხები.
-
სისტემაში უკვე არსებული უფლებები შეგიძლიათ მორგოთ ან გააფართოვოთ, რათა თითოეულმა თანამშრომელმა მხოლოდ იმ ინფორმაციაზე იმუშაოს, რაც მის პასუხისმგებლობას ეკუთვნის.
ასე უზრუნველყოფთ მონაცემთა უსაფრთხოებას, ამცირებთ შეცდომების რისკს და გაქვთ მკაფიო სტრუქტურა, ვინ რას აკეთებს თქვენს პლატფორმაზე.
შესაბამისად, Class Atlas-ის ციფრული პლათფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს ყველაფერს, რაც არაფორმალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციას სჭირდება: ფინანსურ კონტროლს, მოსწავლეთა მართვას, კომუნიკაციას და გუნდის მართვას. ეს ნიშნავს ნაკლებ ქაოსს, ნაკლებ ხელით სამუშაოს და ბევრად მეტ დროს იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — სწავლების ხარისხზე და თქვენი ცენტრის განვითარებაზე.