29 ოქტომბერი, 2025
ციფრული აღრიცხვა – დახურე ქაღალდები, გახსენი აპლიკაცია
არაფორმალური განათლების სფეროში ბევრი ორგანიზაცია დღემდე ეყრდნობა ქაღალდებსა და Excel-ის ცხრილებს, რათა შეინახოს მოსწავლეთა სიები, გადახდების ჩანაწერები და დასწრების ინფორმაცია. ერთი შეხედვით ეს თითქოს მუშაობს, მაგრამ ყოველდღიურობაში ეს პროცესი რთული, ნელი და შეცდომებისკენ მიდრეკილია. საკმარისია ერთი მონაცემი არასწორად ჩაიწეროს ან დროზე არ განახლდეს, და უკვე იწყება ზარების სერია, გაუგებრობა და დროის ფუჭად ხარჯვა.

Class Atlas ამ რეალობას სრულიად ცვლის — პლატფორმა ქაღალდებსა და ცალკეულ ფაილებს ერთიან ციფრულ სივრცეში აქცევს, სადაც ყველა მონაცემი ყოველთვის ხელმისაწვდომია და მუდმივად განახლებული.
ქაღალდებსა და ცალკეულ ფაილებზე დამოკიდებული მენეჯმენტი ყოველთვის გულისხმობს ზედმეტ დროს, ზედმეტ ენერგიას და ზედმეტ შეცდომებს. Class Atlas-ის ციფრული აღრიცხვა კი გაძლევს საშუალებას:
-
იმუშაო ერთიან და მუდმივად განახლებულ მონაცემთა ბაზაზე
-
სწრაფად იპოვო და დაამუშაო საჭირო ინფორმაცია
-
უზრუნველყო მონაცემების უსაფრთხოება
-
დატოვო ქაღალდის ქაოსი წარსულში
ეს არის ნაბიჯი, რომელიც არა მხოლოდ ამარტივებს ყოველდღიურ ოპერაციებს, არამედ ზრდის ეფექტურობას და ათავისუფლებს რესურსს შენი ორგანიზაციის ზრდისთვის.
აღრიცხვის პროცესის ციფრული ალტერნატივა
წარმოიდგინე, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია ერთიანად იძებნება. არ არის საჭირო თაროებზე ძველი საქაღალდეების ქექვა ან სხვადასხვა ფაილში გადასვლა. Class Atlas-ში ნებისმიერი ცვლილება ინახება რეალურ დროში, ასე რომ შენ და შენს კოლეგებს ყოველთვის გაქვთ წვდომა უახლეს მონაცემებზე.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა გუნდში რამდენიმე ადამიანია ჩართული ადმინისტრირებაში — აღარ არსებობს „ვინ რა ჩაასწორა და როდის“ ტიპის გაუგებრობა, რადგან სისტემა ყველაფერს თავად აფიქსირებს.
მონაცემების დამუშავება, შენახვა და მონიტორინგი
Class Atlass-ის ციფრული აღრიცხვის პლათფორმა მხოლოდ მონაცემების შენახვა კი არ არის — ეს მათი სწრაფი და ზუსტი დამუშავების შესაძლებლობაცაა. Class Atlas-ში შეგიძლიათ:
-
წამებში მოძებნოთ ნებისმიერი მოსწავლე ან ჯგუფი
-
ფილტროთ მონაცემები გადახდის სტატუსის ან ლოკაციის მიხედვით
-
გააკეთოთ ფინანსური სტატისტიკა ერთი დაწკაპებით
ყველა მონაცემი ინახება დაცულ სერვერებზე, რეგულარული „ბექაპებით“, რაც გამორიცხავს ინფორმაციის დაკარგვას.
Class Atlas თითოეული მოსწავლისთვის ქმნის სრულ ციფრულ პროფილს, სადაც ინახება:
-
პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია
-
სასწავლო ისტორია და დასწრების ჩანაწერები
-
ფინანსური სტატუსი და გადახდის ისტორია
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
მონაცემების დაცვა Class Atlas-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პლატფორმა იყენებს დაცულ სერვერებს, დაშიფვრას და წვდომის კონტროლს როლების მიხედვით — ადმინისტრატორს, მენეჯერს ან მასწავლებელს ექნება მხოლოდ იმ მონაცემებზე წვდომა, რაც მის სამუშაოს ეხება.
ყველა ცვლილება სისტემაში კონტროლირდება, ასე რომ ყოველთვის ჩანს, ვინ რა მონაცემი შეცვალა და როდის. ეს გამორიცხავს უხილავ ან არასანქცირებულ ცვლილებებს.