22 აგვისტო, 2025

როგორ დავიწყოთ Class Atlas-ის გამოყენება? მარტივი პირველი ნაბიჯები

თუ შენ ხარ ცეკვის სტუდიის, საფეხბურთო ან საკალათბურთო კლუბის ანდაც არაფორმალური განათლების სხვა სფეროს მენეჯერი და უკვე დაიღალე Excel-ის ცხრილებით, ქაღალდებით და გამუდმებული ზარებით, გამოცადე Class Atlas-ის პლათფორმა და შეაფასე, როგორ შეიცვლება შენი ყოველდღიურობა. პროცესი ძალიან მარტივია და რამდენიმე ნაბიჯში სრულდება.

cover image

Class Atlas-ის გამოყენება იწყება მარტივი ფორმის შევსებით

მთავარ გვერდზე დააჭირეთ "შეავსე განაცხადი" ღილაკს ან ფასების ბლოკში აირჩიეთ სასურველი პაკეტი. შემდეგ გამოვა მარტივი ფორმა სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, ტელეფონის ნომერი, სასწავლებლის სახელი, მისამართი და მოსწავლეების რაოდენობა. აირჩიოთ სასურველი პაკეტი და დააჭიროთ გაგზავნას.

თქვენს მიერ შევსებულ ინფორმაციას ჩვენი გუნდი რამდენიმე საათში დაამუშავებს და განახორციელებს სატელეფონო უკუკავშირს. არაუმეტეს 10 წუთიანი სატელეფონო საუბრის პერიოდში ჩვენი გუნდის წარმომადგენელი გაგაცნობთ პლათფორმის შესაძლებლობას და გაეცნობა თქვენს საჭიროებებს. ასევე უპასუხებს თქვენს ყველა შეკითხვას და გაგიწევთ სრულფასოვან კონსულტაციას.

შემდგომი ნაბიჯები მონაცემების პლატფორმაზე იმპორტირებაა. იმისათვის, რომ პლათფორმამ დაიწყოს ფუნქციონირება საჭიროა შემდეგი სახის მონაცემები:
  1. ინფორმაცია მოსწავლეების შესახებ: სახელი, გვარი
  2. ინფორმაცია მშობლების შესახებ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი
  3. ინფორმაცია ჯგუფების შესახებ: ლოკაცია, გადასახადი, გადახდის ბოლო თარიღი, მოსწავლეები ჯფუგში
არ შეგეშინდეთ, თქვენ არ მოგიწევთ ამ მონაცემების ჩვენ ფორმატში გადაყვანა. თქვენ მხოლოდ უნდა გაგვიზიაროთ მონაცემები იმ ფორმით რა ფორმითაც თქვენ გაქვთ აღრიცხული. ჩვენი გუნდი კი მოახდენს ამ ინფორმაციის დამუშავებას და შემდგომ პლათფორმაზე იმპორტირებას.

Class Atlas-ის სრული ვერსია პირველი 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი პაკეტი შეგეფერებათ - უფასო თუ ფასიანი. გახსოვდეთ ჩვენი გუნდი მუდმივ რეჟიმში მზადაა გასცეს თქვენს კითხვებს პასუხები, იქნება ეს პლათფორმის გამოყენების თუ სამართავი პროცესის შესახებ.
პლათფორმით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერს ფიზიკურ თუ იურიდულ პირს, რომელიც მუშაობს ბავშვებთან და ახალგაზრდებთანცეკვის სტუდიები, სპორტული აკადემიები, სასწავლო ცენტრები და სხვა მსგავსი დაწესებულებები. პლათფორმაზე წვდომისთვის საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობა, იქნება ეს ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი თუ სხვა.

საკომუნიკაციოთ და ტექნიკური მხარდაჭერისთვის ვიყენებთ ელ ფოსტას, სატელეფონო ზარებს და WhatsApp-ს. დანერგვის დაწყების მომენტში სწრაფი კომუნიკაციისთვის იქმნება შესაბამისი არხი სადაც თქვენ და დანერგვის მენეჯერს გეძლევათ შესაძლებლობა
სწრაფად გაცვალოთ ინფორმაცია. დროთაგანმავლობაში ვებგვერდზე განთავსდება სხვადასხვა, სასწავლო მასალები და საუკეთესო პრაქტიკები.

Class Atlas-ის დაწყება ისეთივე მარტივია, როგორც ონლაინ ანგარიშის გახსნა, მაგრამ შედეგი ბევრად უფრო სერიოზულიათქვენი ორგანიზაცია იღებს გამჭვირვალე, ავტომატიზებულ და ქართულ რეალობაზე მორგებულ ციფრული მენეჯმენტის ინსტრუმენტს.