06 ოქტომბერი, 2025

გამოსცადე უფასოდ – დაიწყე Class Atlas-ის ტესტირება დღესვე!

ნებისმიერი ახალი სისტემის დანერგვისას მთავარი კითხვა არის: „იმუშავებს ეს ჩვენთან?“, „გამომადგება ეს პროგრა მე“. Class Atlas-ის შემთხვევაში პასუხის გასაგებად არ გჭირდებათ ფინანსური რისკი — შეგიძლიათ პირველი 3 თვე გამოიყენოთ სრულიად უფასოდ და თავად დარწმუნდეთ, რამდენად გაგიმარტივებთ ეს პლათფორმა მენეჯმენტს.

cover image

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც არაფერი გიჯდება და ყველაფერს გაძლევს — დღესვე შეგიძლია დაიწყო და სამი თვის შემდეგ უკვე მყარი გამოცდილებით გადაწყვიტო, რომელი ვერსიაა შენთვის საუკეთესო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროცესში მარტო არ დარჩები: ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა უფასო კონსულტაციით დაგეხმაროს, გაგიწიოთ რეკომენდაცია და ერთად შევარჩიოთ ის პაკეტი, რომელიც სწორედ შენს ორგანიზაციას მოუხდება.

წარმოიდგინე, რომ შენი ყოველდღიური საქმეები — მოსწავლეთა სიების გადახედვა, განრიგების შეცვლა, გადასახადების დარიცხვა და მშობლებთან მუდმივი შეტყობინებები — ხდება ისე სწრაფად, თითქოს ერთ ღილაკზე დააჭირე. აღარ გჭირდება ათი სხვადასხვა პროგრამა, ბლოკნოტები და დაუმთავრებელი Excel ფაილები.

რა ხდება სატესტო პერიოდში

პირველივე დღიდან იღებ წვდომას Class Atlas-ის ყველა შესაძლებლობაზე — ზუსტად იმავე ვერსიაზე, რასაც ფასიანი პაკეტის მომხმარებლები იყენებენ.
შეზღუდვები არ არსებობს: შეგიძლია დაამატო ყველა ჯგუფი, ყველა მოსწავლე, შექმნა განრიგები, გააგზავნო ავტომატური შეტყობინებები და აკონტროლო ფინანსები ერთ სივრცეში.


ჩვენი გუნდი დაგეხმარება საწყისი მონაცემების შეტანაში, რომ შენ არ მოგიწიოს საათობით ბიუროკრატიულ საქმეებში ჩაძირვა.

როგორ გამოიყენო ეს 3 თვე მაქსიმალურად

სატესტო პერიოდი შენი შანსია, რეალურად ნახო, როგორ მუშაობს Class Atlas შენს ორგანიზაციაში. მთავარი არის, რომ ეს დრო გამოიყენო პრაქტიკულად:

  • მონაცემებზე მუშაობა – შეიყვანე შენი ჯგუფები, გაკვეთილები და მოსწავლეების ინფორმაცია. ასე ნახავ, როგორ ერგება სისტემა შენს რეალობას.

  • სისტემის მორგება – დატესტე გადასახადების მართვა და მშობლებთან კომუნიკაცია, რომ დარწმუნდე, ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც შენ გჭირდება.

  • გუნდთან ერთად ტესტირება– მიეცი მასწავლებლებს და ადმინისტრაციას საშუალება, გამოსცადონ ახალი პლატფორმა.

  • კომუნიკაციის ეფექტურობის გამოცდა – დააკვირდი, როგორ ამცირებს ავტომატური შეტყობინებები გაუგებრობებს და დაგვიანებულ გადახდებს, და როგორ ამარტივებს მშობლებთან ურთიერთობას.

ამ სამი თვის შემდეგ უკვე გექნება სრული სურათი: როგორ ერგება სისტემა შენს ორგანიზაციას, რა ამარტივებს და რა დრო გიჩნდება თავისუფალი.

სამი თვის შემდეგ უკვე ნათლად დაინახავ, რამდენად მარტივდება ყოველდღიური მენეჯმენტი და რამდენ დროს გიზოგავს სისტემა, როგორ ხდება მშობლებთან კომუნიკაცია გამჭვირვალე და მყისიერი, და რამდენად მცირდება გაუგებრობები და დაგვიანებები. ამავე გამოცდილებაზე დაყრდნობით თავად გადაწყვეტ, საკმარისია უფასო პაკეტის შესაძლებლობები თუ SMS ფუნქციისა და კომუნიკაციის გამო ჯობს ფასიან ვერსიაზე გადასვლა.

ახლა საუკეთესო დროა დასაწყებად — რეგისტრაცია მარტივია, სატესტო პერიოდი კი საშუალებას გაძლევთ, გადაწყვეტილება მიიღოთ მხოლოდ პირადი გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი რისკის გარეშე. ჩვენი გუნდი არის მზად პირადი კონსულტაციისთვის — ერთად შევაფასებთ შედეგებს და დაგეხმარებით სწორად შეარჩიო ის პაკეტი, რომელიც შენს ორგანიზაციას საუკეთესოდ მოერგება.