06 დეკემბერი, 2025
გადახდების დაგვიანება? ეს აღარ იქნება პრობლემა – რჩევები და ტექნოლოგიური მხარდაჭერა
არაფორმალური საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის გადახდების დაგვიანება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი გამოწვევაა. ყოველდღე გიწევს სიის გადახედვა, ვის აქვს გადახდილი, ვის არა, და შემდეგ თითოეულ მშობელთან ცალკე დაკავშირება. ეს პროცესი დროს გართმევს, უხერხულობის განცდა გუუფლება და ხშირად მაინც რჩება დაუმთავრებელი.

Class Atlas ამ პრობლემას აშორებს დღის წერიგიდან-ავტომატიზებული შეტყობინებები, გადახდის სტატუსების კონტროლი და დავალიანებების სტატისტიკა შენს ნაცვლად აკეთებს იმ საქმეს, რაც ადრე საათებს გართმევდა.
გადახდების დროული კონტროლი იწყება იმით, რომ მთელი ინფორმაცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ადმინისტრაციას შეუძლია ერთი შეხედვით დაინახოს, ვის აქვს თანხა გადახდილი და ვის არა, გადაწყვეტილებების მიღება ბევრად მარტივდება.
ხელით გაგზავნილი შეტყობინებები ბევრ დროს მიაქვს, ამიტომ გაცილებით ეფექტურია ავტომატური შეხსენებების გამოყენება -სისტემა ამას თავისით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკეთებს. სისტემა ავტომატურად აგზავნის რამდენიმე ეტაპობრივ შეტყობინებას: პირველი შეხსენება მშობელს მისდის გადახდის ვადის დადგომამდე 5 დღით ადრე, მეორე -უშუალოდ გადახდის დღეს, ხოლო მესამე -ვადაგადაცილების შემთხვევაში ყოველ ორშაბათს, რათა ინფორმაცია დროულად მიაღწიოს და დავალიანების დაფარვა არ დაგვიანდეს.
გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს დავალიანების ისტორიის შენახვას: წინა თვეების მონაცემები გეხმარებათ, უკეთ დაგეგმოთ ფინანსები და თავიდან აიცილოთ განმეორებადი პრობლემები.
Class Atlas-ში გადახდების კონტროლი ხდება სწრაფად და გამჭვირვალედ, რადგან სისტემა გაძლევთ რამდენიმე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს:
· ავტომატური შეხსენებები – მშობლებს ეგზავნებათ შეტყობინება გადახდის ვადის მოახლოებისას ან დაგვიანების შემთხვევაში.
· გადახდის სტატუსები – თითოეულ მოსწავლეზე ხედავთ, გადახდილია თუ არა თანხა, და მიმდინარე ბალანსს
· ავტომატური დარიცხვა – ყოველი თვის დასაწყისში სისტემა თავად ქმნის გადასახადის ჩანაწერს.
· დავალიანების შეხსენებები SMS-ით– რომ ინფორმაცია მშობელთან აუცილებლად მივიდეს.
გადახდების სტატისტიკა Class Atlas-ში არა მხოლოდ გაჩვენებს ამჟამინდელ სურათს, არამედ გაძლევს საშუალებას, გაანალიზო:
· რა პერიოდებში ხდება ყველაზე ხშირად დაგვიანება
· რომელი ჯგუფები ან კლასებია ყველაზე რისკიანი
· რამდენად ეფექტურია მიმდინარე კომუნიკაცია მშობლებთან
ეს ინფორმაცია, ავტომატიზაციასთან ერთად, გაძლევს საშუალებას, დაგეგმო შემოსავლები, შეამცირო დავალიანებები და საერთოდაც -თავიდან აიცილო გადახდების დაგვიანება.
გადახდების დაგვიანება ადრე შეიძლება იყო დამღლელი, მაგრამ Class Atlas-ის მეშვეობით ეს ხდება სრულად კონტროლირებადი პროცესი. ავტომატური შეტყობინებები, გადახდის სტატუსები და დავალიანების სტატისტიკა გაძლევს იმ სიმშვიდეს, რომ ფინანსები ყოველთვის წესრიგშია და არც ერთი გადახდა არ დაგეკარგება.