29 დეკემბერი, 2025

გადახდების ავტომატიზაცია და ფინანსური გამჭვირვალობა – მეტი სიმშვიდე თქვენი გუნდისთვის

ნებისმიერი არაფორმალური განათლების ცენტრისთვის ფინანსური პროცესები ყველაზე სენსიტიური თემაა. ხშირად, ადმინისტრაცია დიდ დროს ხარჯავს გადასახადების აღრიცხვაზე, ინვოისების კონტროლზე და დავალიანებების მონიტორინგზე. Class Atlas ზუსტად ამ რუტინას ამარტივებს: ყველაფერი ერთიან სივრცეშია, დაცული და ხელმისაწვდომი მხოლოდ თქვენთვის.

cover image

გადასახადების აღრიცხვის სისტემა

ყველა მოსწავლის გადახდის სტატუსი ჩანს ერთ ფანჯარაში. აღარ არის საჭირო ცალკეული ფურცლების ან ცხრილების გადახედვა - Class Atlas-ში ერთიანად ხედავთ, ვინ გადაიხადა, ვის აქვს დაგვიანება და როდის არის გადახდის ვადა.

ინვოისების გენერაცია და კონტროლი

სისტემა ავტომატურად აგენერირებს ინვოისებს თითოეულ მოსწავლესა თუ ჯგუფზე, რაც გამორიცხავს შეცდომებს, ამარტივებს გადასახადების მართვას და უზრუნველყოფს, რომ ყოველთვის გქონდეთ სრული სურათი.

გარდა ამისა, ადმინისტრაციას თავადაც აქვს ინვოისების შექმნის შესაძლებლობა. მაგალითად, თუ ორგანიზაცია გეგმავს გასტროლს, ზბორს ან დამატებით ღონისძიებას, სადაც საჭიროა მონაწილეებმა გადაიხადონ თანხა, შეგიძლიათ წამებში შექმნათ ცალკე ინვოისი და გაუგზავნოთ კონკრეტულ ჯგუფს ან მშობლებს. იგივე შეიძლება მოხდეს ჩუსტების, ფორმის, კოსტიუმის ან სხვა საჭირო ხარჯის შემთხვევაშისისტემა საშუალებას გაძლევთ ყველა ასეთი გადასახადი ორგანიზებულად, ერთ სივრცეში მართოთ.

დავალიანებების სტატისტიკა და მონიტორინგი

დავალიანებების კონტროლი აღარ ხდება ქაღალდებზე ან შემთხვევით განახლებულ Excel ფაილებში. ახლა გაქვთ ციფრული სტატისტიკა, რომელიც რეალურ დროში გიჩვენებთ ვინ რამდენ ხანს აგვიანებს და რა მოცულობის თანხაა გადასახდელი.

ფინანსური რეპორტების ავტომატიზაცია

ერთ სივრცეში იღებთ რეპორტებს - სისტემას შეუძლია აჩვენოს შემოსავლები, ხარჯები, დავალიანებები და პროგნოზები. ეს ყველაფერი მხოლოდ შიდა გამოყენებისთვისაა: მონაცემები დაცულია და წვდომა აქვს მხოლოდ თქვენ გუნდს.

Class Atlas-ს არ აქვს გავლენა იმაზე, თუ როგორ და სად ინახავთ თქვენს ფინანსურ ინფორმაციას - უბრალოდ გაძლევთ უფრო სტრუქტურირებულ და დაცულ სივრცეს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მონაცემები აღარ გებნევათ ცხრილებსა და ქაღალდებში და არ იკარგება. კონტროლი მთლიანად თქვენ ხელშია.

გადასახადების ავტომატიზაცია არის თქვენი სიმშვიდე. Class Atlas გაძლევთ საშუალებას, რომ ფინანსები გახდეს გამჭვირვალე თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის. ასე თავიდან იცილებთ ქაოსს და ენერგიასა და დროს იტოვებთ განვითარებისთვის, სწავლასა და ორგანიზაციის ზრდისთვის.