22 აგვისტო, 2025
Class Atlas – ციფრული მენეჯმენტის ახალი სიტყვა არაფორმალურ განათლებაში
დღეს, როდესაც არაფორმალური განათლების სექტორი სულ უფრო იზრდება, ორგანიზაციები – იქნება ეს ცეკვის სტუდია, საფეხბურთო და საკალათბურთო აკადემია თუ სხვა ნებისმიერი არაფორმალური განათლების ცენტრი – ყოველდღიურად აწყდებიან ერთსა და იმავე გამოწვევას: როგორ მართონ ჯგუფები, ფინანსები და მშობლებთან კომუნიკაცია ისე, რომ პროცესი იყოს სწრაფი, გამჭვირვალე და არ მოითხოვდეს დიდი რესურსების გამოყოფას.

არაფორმალური განათლების სფერო ხასიათდება სპეციფიური პროცესებით, რომლის სტანდარტიც ფაქტობრივად არ არსებობს. თითოეული ორგანიზაციის თანამშრომლები და ხელმძღვანელები ცდილობენ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნან აღრიცხვის პროცესები. მონაცემების დასამუშავებლად კი იყენებენ სხვადასხვა გზებს: ფიზიკურ ჟურნალებს, Excel-ის პროგრამას და ა.შ. ინსტრუმენტები იმდენად მრავალფეროვნია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მესინჯერის ჩატშიც კი აღმოვაჩინეთ მოსწავლეების მონაცემები შენახული. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შრომატევადი და არა ეფექტურია.
- ხშირად იკარგება და იგვიანებს გადასახადი
- მშობლებთან საჭიროა ინდივიდუალური კონტაქტი
- რთულდება შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა
- გაურკვეველია მოსწავლეების ზუსტი რაოდენობა
Class Atlas ამ ყველაფერს ცვლის: ახდენს პროცესების სტანდარტიზაციას და მნიშვნელოვანი ნაწილის ავტომატიზაციას. ყველა პროცესი – რეგისტრაციიდან ფინანსურ ანგარიშგებამდე – მიმდინარეობს ერთ ციფრულ გარემოში. ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ყველა ადმინისტრაციულ და ფინანსურ ამოცანას აერთიანებს ერთ სივრცეში. მისი მიზანია, არაფორმალური განათლების სექტორის ადმინისტრირება გახადოს მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური.
პლატფორმა უზრუნველყოფს:
- მონაცემების სიზუსტეს - სისტმაში არსებული გადამოძმების მექანიზმები გვიცავს მექანიკური შეცდომებისგან
- დროისა და რესურსების დაზოგვას – ადმინისტრაციულ პროცესებზე დახარჯული დრო საშუალოდ 80%-ით მცირდება.
- პროცესების გამჭვირვალობას – როგორც შიდა მენეჯმენტში, ისე მშობლებთან კომუნიკაციაში.
- ადგილობრივ ბაზარზე სრულ მორგებას – პროგრამა სრულად ქართულენოვანია და ფოკუსირებულია ქართულ რეალობაში არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.
- მუდმივი განახლებები - სისტემაზე მუშაობა შეუჩერებლად მიმდინარეობს. კონსისტენტურად იხვეწება არსებული და ემატება ახალი პროცესები.
გადასახადები გენერირდება და იგზავნება ავტომატურად, შენ კი მხოლოდ იღებ გადახდის ცნობას. არც დავალიანების შეხსენება გჭირდება - სისტემა ამას ავტომატურად აკეთებს.
Class Atlas გთავაზობთ როგორც უფასო, ისე ფასიან ვერსიას, რათა თითოეულმა ორგანიზაციამ შეძლოს თავისი საჭიროებებისა და ბიუჯეტის მიხედვით არჩევანის გაკეთება. უფასო პაკეტი მოიცავს ყველა ძირითად მენეჯმენტის ფუნქციას, ხოლო ფასიანი ვერსია ამატებს SMS შეტყობინებების შესაძლებლობას, რაც მშობლებთან კომუნიკაციას კიდევ უფრო სწრაფსა და ეფექტურს ხდის.
თუ შენი საქმე არაფორმარულ განათლებასთან არის დაკავშირებული, Class Atlas შეიძლება შენი გუნდის ყველაზე საჭირო წევრი გახდეს.
მომხმარებლებს შორის არიან:
- ცეკვის სტუდიები და ანსამბლები, სადაც ყოველდღე რამდენიმე ჯგუფი ვარჯიშობს.
- სპორტული აკადემიები – ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი და სხვ.
- ენისა და სასწავლო ცენტრები, სადაც ერთდროულად მიმდინარეობს კურსები და ტრენინგები.
- ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც აწყობს გაკვეთილებს, სესიებსა და ღონისძიებებს.
Class Atlas ყოველდღიურ მენეჯმენტს აქცევს მარტივ და ინტუიციურ პროცესად:
- ციფრული რეგისტრაცია და მონაცემთა მართვა – ყველა მოსწავლე და მშობელი ერთ ბაზაში, პერსონალური პროფილებით.
- ჯგუფებისა და განრიგის მოქნილი მართვა – გაკვეთილების, სესიებისა და ინსტრუქტორების დანიშვნა ერთი კლიკით და ავტომატური შეტყობინებები.
- მშობლებთან კომუნიკაცია – სისტემიდანვე იგზავნება შეტყობინებები, შეხსენებები და პირადი მესიჯები, ისე რომ ინფორმაცია არასდროს იკარგება.
- ფინანსური მენეჯმენტი – გადასახადების ავტომატური გენერაცია, ინვოისების გაგზავნა, გადახდების კონტროლი და დავალიანების მონიტორინგი.
- სტატისტიკა და ანალიტიკა – შემოსავლებისა და ხარჯების სრული სურათი, პროგნოზებითა და ანგარიშგებით.
Class Atlas არ არის უბრალოდ პროგრამა. ეს არის პარტნიორი, რომელიც ამკვიდრებს ახალ სტანდარტს და გეხმარება ყოველდღიურობის გამარტივებაში, რითაც საშუალებას გაძლევთ მეტად ფოკუსირდეთ თქვენი საყვარელი საქმის კეთებაზე.
შენ ზრუნავ განვითარებაზე – Class Atlas კი ზრუნავს ყველაფერ დანარჩენზე.